Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ევრო 2024 | გერმანიამ უნგრეთი 2:0 დაამარცხა

ნახვები: 674 ევრო 2024 | გერმანიამ უნგრეთი 2:0 დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში A ჯგუფის ლიდერი და ტურნირის მასპინძელი გერმანია უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და გერმანიამ მეორე გამარჯვებით (2:0) ჯგუფში უკვე 6 ქულა დააგროვა და მერვედფინალის საგზური გაინაღდა.

  • გერმანია და უნგრეთი დიდ ტურნირზე ერთმანეთს პირველად მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატზე შეხვდნენ. პირველი მატჩი უნგრელებემა 8:3 მოიგეს. თუმცა უკვე ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა 3:2 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
  • უნგრეთი და გერმანია ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მატჩი 2:2 დასრულდა.
  • დიდ ტურნირებზე (მსოფლიო+ევროპის ჩემპიონატი) გერმანიისა და უნგრეთის ბოლო სამ შეხვედრაში (დღევანდელ მატჩამდე) 20 გოლი გავიდა (საშუალო 6.7 გოლი ერთ მატჩში)

22′ წუთი. მუსიალამ ანგარიში გახსნა და გერმანია პირველივე ტაიმში დაწინაურდა – 1:0.

67′ წუთი. გერმანელებმა უნგრელთა კარი მეორედ აიღეს და უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. გოლი ამჯერად გიუნდოგანის ანგარიშზეა – 2:0.

გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ზე მეორე გამარჯვება იზეიმა და A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია (6 ქულა), უნგრეთი კი მეორედაც დამარცხდა და შესაბამისად, ნული ქულა აქვს. გერმანია კი პირველი ნაკრებია, რომელმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

 
1tv.ge
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა