საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ესპანეთში საქართველოს ელჩი და საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოს შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნახვები: 282 ესპანეთში საქართველოს ელჩი და საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოს შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ილია გიორგაძემ და საქართველოს პოლიციის ატაშემ ესპანეთის სამეფოში, შალვა შუბლაძემ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ელენა გარსონ ოტამანდისთან და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან, ანტონია მენა ლოპესთან შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობა.

„შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცირკულარული მიგრაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულობა და იმ შესაძლებლობების მნიშვნელობა, რომლებიც ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმობების აღიარების საკითხი და ამ მიმართულებით უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციების გამართვა დაგეგმეს. შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ ესპანელ სამართალდამცველებს წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელით, მადლობის სიგელები გადასცა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა