ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევრო 2024 | მიქაუტაძის გოლით საქართველოს ნაკრები ჩეხეთს პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს ამარცხებს

ნახვები: 556 ევრო 2024 | მიქაუტაძის გოლით საქართველოს ნაკრები ჩეხეთს პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს მართავს. მისი მეტოქე ჩეხეთია. პირველი ტაიმი საქართველომ მიქაუტაძის გოლით 1:0 მოიგო.

მატჩი ჩეხეთის დიდი უპირატესობით დაიწყო. ივან ჰაშეკის დავალებით მეტოქე ბურთის საჯარიმოში ჩაწორებას მაქსიმალურად ცდილობდა, ფლანგებიდან, კუთხურებიდან თუ აუტებიდან. გიორგი მამარდაშვილის კართან შედეგად არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. მიტომაც იყო 30-ე წუთისთვის ჩვენი კარის მიმართულებით 13 დარტყმა და მამარდაშვილის 7 მოგერიება. ამიტომაც ჰქონდა პირველი ტაიმის შემდეგ მამარდას 9.9-ბალიანი შეფასება.

მატჩის ბოლო 15 წუთში საქართველოს ნაკრებმა თამაში დაამშვიდა, ჩეხები უკვე წესების დარღვევით ცდილობდნენ სწრაფი ქართველების შეჩერებას. პირველი ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანით საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა