ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევრო 2024 | ესპანეთის ნაკრებმა ალბანეთს 1:0 მოუგო

ნახვები: 586 ევრო 2024 | ესპანეთის ნაკრებმა ალბანეთს 1:0 მოუგო

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და ცხრა ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

ფაქტები

  • ალბანეთისა და ესპანეთის ნაკრებები მეცხრედ შეხვდნენ ერთმანეთს და ცხრავე  მატჩი ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა – ამ შეხვედრებში ალბანელებმა მხოლოდ სამი გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 32 მიიღეს.
  • ალბანელებმა ამ ჩემპიონატზე ჩატარებულ საწყის მატჩებში პირველებმა გახსნეს ანგარიში, მაგრამ ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს – იტალიასთან 1:2, ხორვატიასთან 2:2.

13’ წუთი. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა. ესპანელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს, მოედნის ცენტრში დანი ოლმომ კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ფერან ტორესი გაიყვანა, რომელმაც ზუსტად დაარტყა  – 1:0.

B ჯგუფში ალბანეთის ნაკრებმა ერთი ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა.

 
1tv.ge
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა