რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

დმიტრო კულება - გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე მხოლოდ სამი ნაბიჯი დარჩება

ნახვები: 500 დმიტრო კულება - გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე მხოლოდ სამი ნაბიჯი დარჩება

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე მხოლოდ სამი ნაბიჯი დარჩება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას განმარტებით, აღნიშნული სამი ნაბიჯი მოიცავს: ევროკომისიის დასკვნას მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების და უკრაინის მიერ გაწევრიანების კრიტერიუმებთან შესაბამისობის მიღწევის შესახებ, გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, შეთანხმების რატიფიცირებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ და უკრაინის მიერ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპისთვის გლობალური მნიშვნელობის მოვლენა იქნება.

21 ივნისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ოფიციალურად დაამტკიცა, დღეს კი აღნიშნულ ქვეყნებთან გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა