კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში წესრიგი არის აღსადგენი

ნახვები: 546 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში წესრიგი არის აღსადგენი

საქართველოში წესრიგი არის აღსადგენი. სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, კრიმინალი მიუშვა საკუთარ მოქალაქეებზე. პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი - ოროსნები არიან ხელისუფლებაში, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა იმ ადამიანთა ფოტოები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღების ფარგლებში გამართული საპროტესტო აქციების დროს სცემეს. მისი თქმით, ყველა თავდამსხმელი ცნობილია, თუმცა პასუხისგებაში კი, არავინ მიუციათ.

„უფრო მეტიც, ქვეყანაში სრული არეულობა დაიწყო. ერთი - ორი კვირის წინ, „ვივამედთან“ ხიდზე იპოვეს სასიკვდილოდ ნაცემი ადამიანი იმიტომ, რომ სამარშრუტო ხაზი ვერ გაიყვეს. მანამდე ორი ადამიანი მოკლეს ბანდიტურ გარჩევებში. საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი. წესრიგი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზეა დამოკიდებული, კანონის უზენაესობაა და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მაგრამ წესრიგი არის აღსადგენი. სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, კრიმინალი მიუშვა საკუთარ მოქალაქეებზე. პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური სინდიკატი უნდა დაიშალოს იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანა ასე მაფიოზურად იმართოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა