კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის ლიდერები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას

ნახვები: 554 ევროკავშირის ლიდერები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას

ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ თავიანთი განზრახვები მოქმედების მიმდინარე კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“, - აღნიშნულია სამიტის დასკვნით დოკუმენტში.

ამასთან, ევროპული საბჭო ითხოვს, შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის აქტები და ხაზს უსვამს, რომ იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ბლოკის წევრი გახდეს.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს მნიშვნელოვან გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო დაკვირვებას პარტნიორების მიერ. ის გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი იმეორებს ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა