ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევრო 2024 | შვეიცარიამ მოქმედი ჩემპიონი იტალია 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს

ნახვები: 551 ევრო 2024 | შვეიცარიამ მოქმედი ჩემპიონი იტალია 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს

ევრო 2024-ზე მერვედფინალური ეტაპი შვეიცარია-იტალიის მატჩით გაიხსნა. შვეიცარიის ნაკრებმა 2022 წელს მუნდიალიდან მაშინდელი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი გამოთიშა, ამჯერად კი მოქმედი ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხა (2:0) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

 

ფაქტები

  • შვეიცარიის ნაკრები ბოლო 18-დან მხოლოდ 1 მატჩში დამარცხდა.
  • ამ შეხვედრამდე იტალიას შვეიცარიასთან 11 მატჩი არ ჰქონდა წაგებული.
  • იტალიის ნაკრებს გაუტანეს ფროილერმა და ვარგასმა. შვეიცარიას მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 7 გოლი აქვს გატანილი, შვიდივე სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა.

 

I ტაიმი

ევროპის მოქმედი ჩემპიონის, იტალიის შემადგენლობაში წინა პირველობის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპლეტის ხელმძღვანელობით გუნდი ისეთივე შემტევ ფეხბურთს ვერ თამაშობს, როგორც ევრო 2020-ზე, რობერტო მანჩინის დროს.

„სკუადრა აძურა“ ვერც შვეიცარიასთან იყო ის გუნდი, რომლის თითოეული შეტევა სიმწვავით გამოირჩეოდა. თავის მხრივ, შვეიცარიელებმა გააზრებული და რაციონალური თამაშით ჯგუფურ ეტაპზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და იტალიასთანაც კარგად გამოიყურებოდნენ. მათ მატჩის პირველი ტაიმი ფროილერის გოლით მოიგეს.

II ტაიმი

თამაშის სურათი მნიშვნელოვნად არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელებმა მეორე ნახევრის პირველივე წუთებზე გაიტანეს. ეს ვარგასმა 46-ე წუთზე გააკეთა. შვეიცარიამ მშვიდად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე და მეოთხედფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა, სადაც ინგლისისა და სლოვაკეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

 1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა