კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჰერმან საბო - გვიხარია, რომ ამნისტიის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც წინასაარჩევნოდ წამოსწია

ნახვები: 521 ჰერმან საბო - გვიხარია, რომ ამნისტიის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც წინასაარჩევნოდ წამოსწია

არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ასეთი ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამნისტიას გააკეთებს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩი“ „ამნისტიის“ კანონპროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთვება.

"არ ვიცი, ეს როგორი ამნისტია იქნება. კონკრეტიკაზე ჯერ საუბარი ძალიან რთულია, სანამ კანონპროექტი არ შემოვა, თუმცა ჩვენ ასეთი განწყობით ვართ, რომ ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი რაოდენობის ადამიანზე, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ. არა მხოლოდ მხარი დავუჭიროთ, არამედ ჩვენც აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი იდეებით თუ შენიშვნებით გავაუმჯობესოთ, რომ რამდენიც გამოვა, იმდენი გამოვიდეს, ხოლო დანარჩენებს შეეხოთ რაიმე სახით სასჯელის შემცირება მაინც. ძალიან გვიხარია, რომ ეს პროცესი "ქართულმა ოცნებამ" თუნდაც წინასაარჩევნოდ ასწია. გასაგებია, რომ ამაზე კრიტიკა იქნება, რომ არჩევნებზე ხმების ყიდვის მცდელობაა და ა.შ. არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ასეთი ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამ ამნისტიას გააკეთებს," - განაცხადა საბომ.

მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში დააინიცირებს და პირველი მოსმენით, ივლისში მიიღებენ. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის კანონს“ საბოლოოდ, სამივე მოსმენით სექტემბერში მიიღებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა