კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - ჩვენ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ

ნახვები: 937 ენტონი ბლინკენი - ჩვენ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ

ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

ბლინკენმა მონაწილეობა მიიღო ბრუკინგსის ინსტიტუტის დისკუსიაში თემაზე – აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. დისკუსიაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კითხვა დაუსვეს საქართველოზე, კერძოდ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაზე. ბლინკენს ჰკითხეს, როგორია აშშ-ის ხედვა რეგიონში გლობალური ძალების ინტერესებთან დაკავშირებით.

„თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ უზარმაზარი ძვრების შესახებ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეშფოთებები, თუმცა ასევე გვაქვს რეალური შესაძლებლობები. თქვენ აღნიშნეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი საქართველოში. ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტსაც ნახავთ. ეს ცხადია. ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოსა და ქართველის ხალხის უმრავლესობას სურს. ასე რომ, ჩვენთვის ცნობილია ეს გამოწვევები, მათ შორის საქართველოში. ასევე ძალიან ფოკუსირებული ვართ გარკვეულ შესაძლებლობებზე და ეს შესაძლებლობები რეალურია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა