ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოს ნაკრები გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა

ნახვები: 688 საქართველოს ნაკრები გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. „ჯვაროსნები“, გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გერმანიიდან საქართველოში 2 ივლისს დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.

ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა და სწორედ იმ შეძახილებით შეეგება, რომლითაც ევრო 2024-ის პირველი დღიდან ამხნევებდა.

ცხადია, ქომაგების რაოდენობით გერმანიის ნაკრებს აჯობებდა, თუმცა საქართველოს ყოველ მატჩს ათიათასობით გულშემატკივარი ესწრებოდა, რამაც გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას დამატებითი ხიბლი შესძინა.

 

ფეხბურთელები და მწვრთნელები კი ერთხმად ამბობენ, რომ ქომაგის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა რთული იქნებოდა. შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი იყო: ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ნაკრებმა პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წააგო თურქეთთან (1:3), მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ (1:1) დაასრულა, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მერვედფინალში გასვლას ბევრი სპეციალისტი არ ელოდა. იქ კი ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთან, ესპანეთთან ანგარიში სწორედ ქართველებმა გახსნეს, თუმცა საბოლოოდ 1:4 დამარცხდნენ.

დავწერეთ, მერვედფინალში გასვლა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი იყოო, თუმცა შედეგზე მთავარი საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილი და ხასიათი გახლდათ. სწორედ ამ თვისებების გამო იყო ეს გუნდი ევრო 2024-ის აღმოჩენა – სწრაფი და ეფექტური კონტრიერიშებით ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი გახლდათ, ბოლომდე გულიანი ბრძოლით კი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი შეიძინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა