თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს

ნახვები: 521 ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის განაცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ მათთვის სასურველი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გაიყვანონ.

ბეჟაშვილი გენერალური პროკურორის კანდიდატებს მოუწოდებს, რომ „პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა არ მიიღონ“.

„საზოგადოება ხედავს, თუ როგორ გამალებით ცდილობს „ქართული ოცნება“ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე, სადაც ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაციის ჩამოყალიბება ქართველი ხალხის მიერ, არჩევნების გზით უნდა მოხდეს, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პრაქტიკულად ლეგიტიმაცია აღარ აქვს, „რუსული კანონის“ მიღების შემდგომ - ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ მათთვის სასურველი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გაიყვანონ და ხელისუფლება მიიტაცონ, მათ შორის პროკურატურაში. ვფიქრობ, რომ არცერთმა კანდიდატმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ვინაიდან ახალი ლეგიტიმაციით არჩეული პარლამენტი აუცილებლად შეისწავლის ამ დანიშვნის საკითხებს, აუცილებლად პოლიტიკურ შეფასებას მისცემს და ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოხდება.

თავად გაბიტაშვილის კანდიდატურა, განსაკუთრებული პროფესიული ღირსებებით არ გამოირჩევა. საზოგადოებას კარგად ახსოვს, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაში მისი დაკითხვის პროცედურა - მას არ გამოუჩენია თავი მაღალი კვალიფიკაციით. ამიტომ აქაც ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სანდო ადამიანი იყოს და პროფესიონალიზმს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ სანდო ადამიანმა პოლიტიკური დავალებები შეასრულოს. ამიტომ გაბიტაშვილს და სხვა კანდიდატებსაც მოვუწოდებთ, რომ ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა არ მიიღონ და ყველა დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ახალი ლეგიტიმაციით ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმური პარლამენტი გენერალური პროკურორის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე ადამიანების გამწესებას მოახდენს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა