თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევრო 2024 | ნიდერლანდების ნაკრებმა რუმინეთი 3:0 დაამარცხა

ნახვები: 589 ევრო 2024 | ნიდერლანდების ნაკრებმა რუმინეთი 3:0 დაამარცხა

ევროპის ჩეპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდების ნაკრებმა რუმინეთი 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.

 

ფაქტები

  • ევრო 2000-ის შემდეგ რუმინეთის ნაკრებმა დიდი საფეხბურთო ტურნირის პლეი ოფში პირველად ითამაშა
  • ნიდერლანდები და რუმინეთი დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, მათი პირველი თამაში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე ნიდერლანდების გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
  • ნიდერლანდებმა პირველ ტაიმში 10 კუთხური მოაწოდეს. 1980 წლის შემდეგ მათზე მეტი კუთხური პირველ ტაიმში მხოლოდ შვედეთს აქვს მოწოდებული (11) ევრო 2000-ზე იტალიასთან მატჩში.
  • მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი დუბლი რაზვან მალენმა  შეასრულა

ნიდერლანდელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, თავის მხრივ, რუმინელებმა რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევის განხორციელება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

20′ წუთი – ნიდერლანდელებმა ანგარიში გახსნა, კოდი გაკპომ ბურთი ფლანგზე მიიღო, მცველს კარგად გასცდა და მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა – 1:0.

65′ წუთი – ნიდერლანდების ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა, გაკპომ დუბლი შეასრულა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.

83 წუთი’ – კოდი გაკპომ ფლანგზე კარგად ითამაშა და საგოლე პასი მიაწოდა მალენს, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა.

90+3 წუთი’ – რუმინეთი მთელი გუნდით შეტევაში წავიდა, რამაც ნიდერლანდებს სწრაფი კონტრეშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მისცა და რაზვან მალენმა მესამე გოლი გაიატანა – 3:0.

ნიდერლანდების ნაკრები 6 ივლისს მეოთხედფინალში, ბერლინში ავსტრიისა და თურქეთის ნაკრებების მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა