თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევრო 2024 | თურქეთმა ავსტრია 2:1 დაამარცხა

ნახვები: 631 ევრო 2024 | თურქეთმა ავსტრია 2:1 დაამარცხა

ევრო 2024-ის ბოლო მერვედფინალურ მატჩში თურქეთის ნაკრებმა ავსტრია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.

 

ფაქტები

  • 1964 წლის შემდეგ თურქეთის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელის შემადგენლობაში დიდ საფეხბურთო ტურნირზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი) 20 წლამდე ასაკის ორმა ფეხბურთელმა ითამაშა – გიულერი და ილდიზი ავსტრიასთან მატჩში 19 წლისანი იყვნენ.
  • ავსტრია და თურქეთი დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
  • ბოლოს ავსტრიის ნაკრები თურქეთს ამხანაგურ მატჩში მიმდინარე წლის მარტში შეხვდა და 6:1 მოუგო.
  • ევრო 2024-ზე მეორე დუბლი თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა შეასრულა.
  • მერიჰ დემირალის გოლი ავსტრიის ნაკრების კარში, რომელიც 57-ე წამზე გავიდა, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი გოლია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატების ყველაზე სწრაფი გოლიც ამ ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც იტალიასთან მატჩში ალბანელმა ბაირამმა გაიტანა (23-ე წამი).

1 წუთი’ – თურქეთის ნაკრებმა სწრაფი გოლი გაიტანა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ავსტრიელმა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, იქ კი ყველას მერიჰ დემირალმა დაასწრო და ანგარიში გახსნა.

60 წუთი’ – თურქეთის ნაკრებმა ანგარიში ორამდე გაზარდა – არდა გიულერმა კუთხურიდან მოაწოდა ბურთი და მერიჰ დემირალმა თავური დარტყმით დუბლი შეასრულა – 2:0.

67 წუთი’ – ავსტრიის ნაკრებმა ერთი გოლი მალე გაქვითა – გოლი კვლავ სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა – კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი მიხაელ გრეგორიტჩმა გაიტანა.

თურქეთის ნაკრები 6 ივლისს მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

 1tv.ge

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა