კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოლაფ შოლცი - გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად

ნახვები: 548 ოლაფ შოლცი - გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად

გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარლამენტში (ბუნდესტაგში) დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა.

მემარცხენე პარტიის დეპუტატის გეზინე ლოტჩის კითხვაზე, როდის შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა იქნას მიღწეული, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის “მშვიდობის წინადადება” გააკრიტიკა.

“ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც უკრაინის კაპიტულაცია აქვს მიზნად, გერმანიის მხრიდან არასდროს არ უნდა დავუჭიროთ მხარი”, - განაცხად შოლცმა.

მან პუტინის წინადადებას უცნაური უწოდა, ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ “უკრაინა ასევე დათანხმდება შემდგომ ანექსიებს”.

გერმანიის კანცლერის თქმით, ეს იმას აჩვენებს, “რამდენად ცინიკურად აზროვნებენ იქ, და რომ რუსეთის ლიდერი არ აპირებს თავისი დაპყრობითი ომის შეწყვეტას”.

შოლცის თქმით, პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მხოლოდ იმისთვის ლაპარაკობს, რომ ომი გააგრძელოს.

დეპუტატის კითხვაზე, იძლევა თუ არა გერმანიის კანცლერი იმის “გარანტიას”, რომ გერმანია ომის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ გახდება, შოლცმა უპასუხა: “კი, ასეთ გარანტიას გაძლევთ. ეს არის ის, რასაც ვიცავ როგორც კანცლერი”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა