კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევრო 2024 | ინგლისმა შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა

ნახვები: 578 ევრო 2024 | ინგლისმა შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატზე მესამე ნახევარფინალისტი ინგლისისა და შვეიცარიის დაპირისპირებაში გამოვლინდა. თანაბარი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, მეორე ნახევარში კი გუნდებმა თითო გოლი (1:1) გაცვალეს და დამატებითი დრო დაინიშნა. გოლი არც დამატებულ პერიოდში გავიდა და ნახევარფინალისტის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც ინგლისელებმა გაიმარჯვეს – 5:3.

ფაქტები 

  • ეს ნაკრებები აქამდე სულ 27-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 18 მატჩი ინგლისმა მოიგო, ექვსი შეხვედრა ფრედ დასრულდა, შვეიცარიამ კი გამარჯვება მხოლოდ სამჯერ მოახერხა.
  • ურთეიერთშეხვედრებში ინგლისელებმა შვეიცარიელებს 59 გოლი გაუტანეს, ხოლო შვეიცარიელებმა ინგლისის კარი 20-ჯერ აიღეს.
  • ამ გუნდების ბოლო შეხვედრაშიც (2022 წელი. ამხანაგური მატჩი) ინგლისის კარი ემბოლომ აიღო. ეს იყო ერთადერთი გოლი, რომელიც შვეიცარიელებმა ინგლისელებს ბოლო ხუთ შეხვედრაში გაუტანეს. მატჩი კი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა -2:1.
  • ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება გახდა მესამე მატჩი ევრო 2024-ის მეოთხედფინალში (ესპანეთი-გერმანია 1:1; პორტუგალია-საფრანგეთი 0:0), რომლის გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში კი ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს.

75′ წუთი. ემბოლომ ევროპის ვიცე-ჩემპიონების კარი აიღო და შვეიცარია წინ გაიყვანა – 1:0.

80′ წუთი. ინგლისელებმა ანგარიშის გათანაბრება ბუკაიო საკას გოლით მალევე მოახერხეს და ყველაფერი თავიდან დაიწყო -1:1.

როგორც წინა სამ მეოთხედფინალურ მატჩში აქაც დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტების სერია გახდა საჭირო. თერთმეტმეტრიანები ინგლისელებმა უკეთ შეასრულეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

ინგლისის ნაკრები ნიდერლანდებისა და თურქეთის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება – მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა