ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სვენ მიქსერი - ევროპარლამენტი და ევროკაშირის წევრი ქვეყნები საქართველოს გვერდით დგანან

ნახვები: 409 სვენ მიქსერი - ევროპარლამენტი და ევროკაშირის წევრი ქვეყნები საქართველოს გვერდით დგანან

ევროპარლამენტარის, საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიქსერის განცხადებით, ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკაშირის წევრი ქვეყნები საქართველოს გვერდით დგანან, როცა საქმე ეხება საქართევლოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ამის შესახებ სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკაშირის წევრი ქვეყნები საქართველოს გვერდით დგანან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ასევე, საქართველოს უფლებას, აირჩიოს გზა, გადაწყვიტოს საკუთარი მისწრაფებები და განაცხადის გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ეს არის ფუნდამენტური პრინციპი. არის ძლიან ძლიერი შეთანხმებითი პოზიცია, რომ არ უნდა დაბრუნდეს პრივილეგირებული ინტერესების სფეროების და გავლენის ძველი კონცეფცია რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ", - აღნიშნა სვენ მიქსერმა.

მიქსერის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ მესამე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ასპირანტი ქვეყნების ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მისწრაფებებზე.

„პოლიტიკურმა კლასმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა რეალურად უნდა გაამართლონ ხალხის მოლოდინები, ხალხს იმედები არ უნდა გაუცრუონ. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სულ უფრო მეტად ანტაგონისტური და პოლარიზებული ხდება. საქართველო არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც პოლიტიკური ანტაგონიზმი და პოლიტიკური პოლარიზაცია პერიოდულად ფარავს მთელ პოლიტიკურ დისკურსს და პროცესს. ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა დახმარება როდესაც ეს საჭიროა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობის საქმეა, რომ გადაწყვიტოს ის გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშეა. ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს პროცესის შემსუბუქებას.სწორედ ამის დემონსტრირება მოახდინა საქართველოში ჩვენმა დელეგაციამ, ასევე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით მიღწეულმა შეთანხმებამ", - განაცხადა სვენ მიქსერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა