რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

წალენჯიხელები რეანიმობილს ითხოვენ

ნახვები: 577 წალენჯიხელები რეანიმობილს ითხოვენ

წალენჯიხა რეანიმობილს და სამეგრელო ბავშვთა ქირურგიის ცენტრს იმსახურებს, ამის შესახებ „ნეიშენ ჯორჯიას“ წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ განუცხადა.

„ნეიშენ ჯორჯიასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ორიოდე დღის წინ, 14 წლის მოზარდი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, რეანიმობილის არ ქონის გამო, ბათუმში კერძო, მსუბუქი ავტომობილით გადაიყვანეს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ რამდენიმე ფატალური შემთხვევა სწორედ რეანიმობილის არ ქონის გამო დადგა.

თამარ ბელქანია ცხადებს, რომ რომ წალენჯიხა რეანიმობილს და სამეგრელო ბავშვთა ქირურგიის ცენტრს იმსახურებს და ეს არის აუცილებლობა მოცემულ ვითარებაში.

„ისედაც ჩვენი შვილების დიდი ნაწილი ემიგრანტი დედების შიშის ქვეშ იზრდებიან! წარმოიდგინეთ დედა, რომელმაც იცის რომ მის შვილს სამეგრელოში/ წალენჯიხაში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა სჭირდება, იცის რომ მსგავსი რეგიონში არაა და არც ბილეთია აქეთ გამოსაფრენი! რა ქნას დედამ ემიგრაციაში ან მამამ, ვისთანაც შვილია დარჩენილი!“, - აცხადებს ბელქანია.

მისი თქმით, უხერხულია, როდესაც 21-ე საუკუნეში, ამ პრობლემაზე უხდება ხალხს საუბარი.

„უცილებელია გავერთიანდეთ ჩვენი შვილების დასაცავად! მოხუცი მშობლების
სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. სანამ ეს პრობლემა თქვენამდე მოვა ერთობით შევძლოთ - ვაიძულოთ ცენტრალური ხელისუფლება ხალხის სიტყვა/ მოთხოვნა საქმედ აქციოს!“, - აცხადებს ბელქანია.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მოსახლეობა წლებია რეანიმობილს ითხოვს, ცენტრალური ხელისუფლება კი ამ მოთხოვნაზე არ რეაგირებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა