კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენმა კონგრესში დემოკრატებს წერილით მიმართა - საპრეზიდენტო რბოლას არ გამოვეთიშები

ნახვები: 584 ჯო ბაიდენმა კონგრესში დემოკრატებს წერილით მიმართა - საპრეზიდენტო რბოლას არ გამოვეთიშები

საპრეზიდენტო რბოლას არ გამოვეთიშები, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც კონგრესში დემოკრატებმა მიიღეს.

წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ, პრესაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად, მტკიცედ არის მოწოდებული, ამ რბოლაში დარჩეს და დაამარცხოს დონალდ ტრამპი.

ბაიდენის თქმით, „არ უგულებელყოფს“ ტრამპთან დებატების შემდეგ თავისი კანდიდატურის შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას, თუმცა ამბობს, რომ მან გაიმარჯვა პრაიმერიზში და დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებმა „სათქმელი თქვეს“.

„არ მივიღებდი მონაწილეობას, რომ არ მჯეროდეს, 2024 წელს დონალდ ტრამპის დამარცხებისთვის საუკეთესო ადამიანი ვიყავი. ერთი დავალება გვაქვს, დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე დარჩენილია 42 დღე, საყოველთაო არჩევნებამდე – 119. სამომავლო ამოცანის შესახებ სიცხადის ნაკლებობა მხოლოდ ტრამპს ეხმარება“, – წერს წერილში ჯო ბაიდენი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა