კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენა იხსნება-კულტურის სამინისტრო

ნახვები: 449 ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენა იხსნება-კულტურის სამინისტრო

საქართველოს ხელოვნების სასახლეში კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს შეძენილი ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენა იხსნება
10 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლეში ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნახატების გამოფენა გაიხსნება. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პროექტის "ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება" ფარგლებში შეიძინა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ მხატვრის ოჯახისგან შეძენილი ნამუშევრების კოლექცია გადანაწილდა საქართველოს ხელოვნების სასახლესა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმებში. შედეგად, 425 000 ლარის ღირებულების 110 ნამუშევრით შეივსო საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექცია, ხოლო 789 340 ლარის ღირებულების 406 ნამუშევრით შეივსო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შესაბამისი ფონდი.
გამოფენაზე, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება, მხატვრის 50 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი ორივე მუზეუმიდან.
ვალერიან სიდამონ-ერისთავის (1889-1943) შემოქმედება შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. იგი ქმნიდა თემატურ სურათებსა და პორტრეტებს, თეატრალურ-დეკორაციულ ნამუშევრებსა და წიგნების ილუსტრაციებს, მუშაობდა კინოს მხატვრობაზეც, წლების განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
ვალერიან სიდამონ-ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ისტორიული ჟანრის ფერწერის განვითარებაში და ქართულ ხელოვნებაში ამ ჟანრის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამასთან, იგი მიეკუთვნება ქართული თეატრის მხატვართა პირველ თაობას. 1920 წლიდან 1923 წლამდე სიდამონ-ერისთავი ქართული თეატრის ერთადერთი პროფესიონალი მხატვარი იყო. მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, მიხეილ ქორელი, აკაკი ფაღავა, ალექსანდრე წუწუნავა. გაფორმებული აქვს 70-ზე მეტი თეატრალური თუ საოპერო წარმოდგენა და 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის სპექტაკლები: "ბერდო ზმანია", "ღალატი", "ავგაროზი"; ფილმები: "პეპო", "სურამის ციხე", "ხანუმა", "ჩემი ბებია", "კრაზანა"; საოპერო დადგმები: "თქმულება შოთა რუსთაველზე", "ლოენგრინი", ბოშათა ბარონი", "დაისი".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა