კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ჯაფარიძე - აშშ-მა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

ნახვები: 612 გია ჯაფარიძე - აშშ-მა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი, ამ განცხადებას უერთდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უერთდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ერთადერთი გამოსავალი კი ამ სიტუაციაში არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება და ღრმავდება.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვა, რაც გულისხმობს ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური და სხვა ტიპის დახმარებების გადახედვას და ასევე გულისხმობს საქართველოს მთავრობის იმ პირების სანქცირებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ადამიანის უფლების მასობრივ დარღვევასა და რუსული კანონის მიღებაზე.

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი, ამის გარდა განაცხადა თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონიანი დახმარების შეჩერების შესახებ.

ამ განცხადებას უერთდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უერთდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ასევე, აჩერებენ საქართველოსთვის მიმართულ წლების განმავლობაში არსებულ დახმარებას, საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო რჩება მარტო, დაუცველი, მტრის წინაშე და საქართველოს მოქალაქეები რჩებიან სიღარიბეში, თუ ეს ტენდენცია ჩვენ გვემუქრება რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის დესუვერენიზაციის. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

ამისათვის კი საჭიროა, რომ საქართველოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“, ამისთვის უალტერნატივოა ერთიანობა“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა