კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა - ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს

ნახვები: 577 სალომე ზურაბიშვილი - დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა - ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს

დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა - ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია და ჩვენ გაგვყინეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის, რაც ხდება ნატო-ს სამიტზე და რა განცხადებებიც კეთდება, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.

„დღეს გზა ევროპისკენ გაიყინა. ხელისუფლებამ ეს გზა გაგვიყინა. ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას; ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში, მერე კი, მე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი. ყველა ეს კამპანია, ჩვენი საგარეო კურსი, ქვეყნის განვითარება იყო სწორედ იმაზე აგებული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება ნატო-ს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო - 100 დღე. ეს დრო ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა