თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დონალდ ტრამპი - წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს

ნახვები: 593 დონალდ ტრამპი - წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ პლატფორმაზე - Truth Social-ზე, სადაც სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!", - წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა