Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელია

ნახვები: 584 გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელია

გიორგი მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.

ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა. გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ისევე როგორც კიდევ ხუთმა სხვა მოთამაშემ. ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და მერვედფინალამდე ლიდერობდა.

გიორგის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში შემდეგ სხვები წამოეწივნენ. ქართველის გადასწრება ფინალის მონაწილეებს, ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ჰარი კეინსა და ესპანელთა შემტევს, დანი ოლმოს შეეძლოთ. თუმცა, თამაში ისე დასრულდა, თავი ვერც ერთმა გამოიჩინა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საამაყო ფურცელი დაიწერა – ევრო 2024-ის თანაბომბარდირი ქართველი თავდამსხმელია.

აქვე ვიტყვით, რომ ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირის წოდება ქართველ თავდამსხმელებს მოპოვებული აქვთ – ვალერი გაგუას (3 გოლით) და სანდრო იაშვილს (4 გოლით).

ევრო 2024-ის „ოქროს ბუცი“

გიორგი მიქაუტაძე, საქართველო 3 (4 მატჩი)

ივან შრანცი, სლოვაკეთი 3 (4 მატჩი)

ჯამალ მუსიალა გერმანია 3 (5 მატჩი)

ჰარი კეინი, ინგლისი 3 (6 მატჩი)

დანი ოლმო, ესპანეთი 3 (6 მატჩი)

კოდი გაკპო, ნიდერლანდები 3 (6 მატჩი)

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა