Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გია ჯაფარიძე - ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

ნახვები: 559 გია ჯაფარიძე - ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ამ სივრცის ნაწილი არ გახდეს და ის წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ირაკლი რუხაძე წარმოადგენს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უახლოვეს გარემოცვას, აქედან გამომდინარე, მის განცხადებას ამიტომაც მნიშვნელობა აქვს.

„თავის დროზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ეს მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა, მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს იყო მათი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი. ერთის მხრივ, დაერწმუნებინათ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ თითქოს დასავლურ ორიენტაციაში, ამავდროულად, ეს სატყუარა იყო, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს გადაუგდეს.

მაშინ როდესაც, ევროპის კავშირთან გართულებულია, გაუარესებულია ურთიერთობები, მაშინ როდესაც თავად ევროპის კავშირი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მაშინ როდესაც შეჩერებულია ევროპის კავშირის ფინანსური დახმარება, რაც საქართველოს უამრავ მოქალაქეს ტოვებს - სიღარიბეში, უმუშევრობაში. ეს განცხადება, როგორც ჩანს ივანიშვილისგან მოდის და ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ამ სივრცის ნაწილი არ გახდეს, „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.

„მინდა შესვლა“-ს - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“, - განაცხადა რუხაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა