ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

Reuters - შარლ მიშელმა ვიქტორ ორბანს „სამშვიდობო მისიასთან“ დაკავშირებით საპასუხო წერილი გაუგზავნა

ნახვები: 557 Reuters - შარლ მიშელმა ვიქტორ ორბანს „სამშვიდობო მისიასთან“ დაკავშირებით საპასუხო წერილი გაუგზავნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ ეხმაურება და აცხადებს, რომ მას ომზე სასაუბროდ ევროკავშირისგან მანდატი არ აქვს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მზად არის დაუყოვნებლივ იმოქმედოს, როგორც რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის მიღწევის შუამავალმა, თუ ნოემბერში აირჩევენ და მას ამის დეტალური და დასაბუთებული გეგმები აქვს.

მიშელმა ორბანისთვის მიწერილ საპასუხო წერილში, რომლის შინაარსიც Reuters-თვის გახდა ცნობილი, დაწერა, რომ ევროპული საბჭოს როტაციის წესით მიღებულ თავმჯდომარეობას არანაირი როლი არ აქვს წარმოადგინოს ევროკავშირი საერთაშორისო ასპარეზზე და ევროკავშირის სახელით ჩართულობის მანდატი მინიჭებული არ აქვს.

შარლ მიშელი ასევე უარყოფს ორბანის განცხადებას, რომ ევროკავშირი უკრაინაში „ომის მომხრე“ პოლიტიკას ატარებს.

„სრულიად საპირისპიროდაა. რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას“, -აღნიშნულია მიშელის წერილში.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის მიწერილ წერილში ვიქტორ ორბანი მათ სთავაზობს რუსეთთან დიპლომატიური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზების ხელახლა გახსნას და ასევე მომავალი სამშვიდობო კონფერენციის მოდალობასთან დაკავშირებით ჩინეთთან მოლაპარაკებების წარმოებას.

შარლ მიშელის საპასუხო წერილში კი აღნიშნულია, რომ „უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსია შეუძლებელია“. მისი მტკიცებით, ევროკავშირი თანმიმდევრულად ცდილობს მოიპოვოს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის და არ დაიშურა ძალისხმევა ამ კუთხით ყველა პარტნიორთან, მათ შორის ჩინეთთან, დასაკავშირებლად.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა