კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიგი წერეთელი - მოვისმინეთ კვლავ ომის შიშით მანიპულაცია, მოსახლეობის დაშინება

ნახვები: 578 გიგი წერეთელი - მოვისმინეთ კვლავ ომის შიშით მანიპულაცია, მოსახლეობის დაშინება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან კვლავ ომის შიშით მანიპულაცია, მოსახლეობის დაშინება, ოპოზიციასა და გამოგონილ გლობალური ომის პარტიაზე განცხადებები მოვისმინეთ, რაც „ანტიდასავლური კამპანიის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა“.

ამის შესახებ წერეთლის განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

„ამავე დროს ურთიერთგამომრიცხავად გვიმტკიცებენ, რომ ასეთი ნაბიჯებით კვლავ მივდივართ დასავლეთისკენ. ვიხილეთ ოპონენტებისკენ გაშვერილი ხელი და მათ მიმართ გაცხადებული მუქარა, რომ როდესაც „ქართული ოცნება“, მათივე წარმოდგენით, არჩევნებში გაიმარჯვებს, მათი ყველა ოპონენტი დაისჯება. ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმის მსგავსი განცხადებები, რასაც ვფიქრობ, რომ ოქტომბერში ჩვენი გონიერი ამომრჩევლის გადაწყვეტილება მოჰყვება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა