ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თეონა აქუბარდია - მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს თუ ოქტომბრის არჩევნები არ იქნება თავისუფალი

ნახვები: 548 თეონა აქუბარდია - მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს თუ ოქტომბრის არჩევნები არ იქნება თავისუფალი

მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნები არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" მხრიდან ხალხის ხმა გაგონილი არ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მან ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, საქართველომ გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე.

„ლატვია საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. როგორც წესი, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა საქართველოს ყველაზე მეტად უჭერდა მხარს რუსული აგრესიიდან და რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის ცოდნიდან გამომდინარე. ლატვია დღეს ყველაზე ხმამაღალი არის "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით, რომელმაც ღიად წაიყვანა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროსკენ, მათ შორის მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნები არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" მხრიდან ხალხის ხმა გაგონილი არ იქნება. შესაბამისად, ეს საფრთხე რომ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ქვეყანაზე ფაქტია, ახლა მთავარია, არჩევნების მეშვეობით შევძლოთ ხელისუფლების შეცვლა. თავისუფალი და სამართლიანია არჩევნების ჩატარების წინაპირობები უნდა არსებობდეს, რომ ეს ასე არ მოხდეს. საქართველომ არათუ უკუსვლა უნდა განიცადოს ევროპული მომავლის გზაზე, რომელიც უკვე დამდგარი შედეგია, არამედ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება შევძლოთ",-განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა. როგორც რინკევიჩსმა აღნიშნა, „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე.

„დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა რინკევიჩსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა