ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ცესკო-ში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები საჯარო გასაუბრების შედეგად აირჩიეს

ნახვები: 390 ცესკო-ში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები საჯარო გასაუბრების შედეგად აირჩიეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე სახელობითი კენჭისყრით საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს.

„გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით, ცესკო-ს სხდომა პირდაპირი ტრანსლირებით ცესკო-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა დროებითი წევრების არჩევის პროცესს.

საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრება, რომელიც ასევე პირდაპირი ტრანსლირებით წარიმართა; ცესკო-ს ნებისმიერ წევრს, სურვილის შემთხვევაში შეეძლო კონკურსანტებთან ონლაინ გასაუბრება და ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრების საფუძველზე დაედგინა კონკურსანტების უნარ-ჩვევები, საქმისადმი დამოკიდებულება და მოტივაცია, ასევე დეტალურად მიეღო ინფორმაცია მათი გამოცდილების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არც ცესკო-ს და არც კონკურსანტებს არ ავალდებულებს კონკურსის მიმდინარეობისას გასაუბრების წარმართვას, თუმცა გასაუბრების ორგანიზება და პირდაპირი ტრანსლირება უშუალოდ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას უწყობს ხელს და ასახავს რეალურ სურათს, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების არჩევისას", - აცხადებენ ცესკო-ში.

მათივე ცნობით, შუალედური არჩევნებისთვის სამ, №20 რუსთავის, №21 გარდაბნის და №79 ბათუმის, საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ კონკურსებზე სულ 31 განაცხადი შევიდა.

„კონკურსის მომდევნო ეტაპზე 28 (10 ქალი და 18კაცი) პირი გადავიდა. გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 18-მა კონკურსანტმა, პირდაპირ ტრანსლირებაზე თანხმობა 13-მა განაცხადა. გასაუბრება ონლაინ გაიმართა 4 ლოკაციიდან: ცესკო-დან, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიებიდან.

აქვე შეგახსენებთ, რომ პირველად კონკურსანტებთან გასაუბრების გასაჯაროების ანალოგიური გადაწყვეტილება, ცესკო-მ 2021 წლის საარჩევნო პერიოდში მიიღო.

რაც შეეხება ცესკო-ს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დღეს არჩეულ დროებით წევრებს, მათ სხვადასხვა წლებში საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ", - აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა