თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის პოლიტიკის, როგორც „ომის მხარის“, უარყოფას შედეგები უნდა მოჰყვეს

ნახვები: 478 ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის პოლიტიკის, როგორც „ომის მხარის“, უარყოფას შედეგები უნდა მოჰყვეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ზოგიერთს ბუდაპეშტში წასვლა სურდა, ზოგიერთს იქ წასვლა არ სურდა, ზოგიერთმა თქვა, რომ უმაღლეს წარმომადგენელს გადაეწყვიტა. მივხვდი, რომ ჩვენ სიგნალი უნდა გავგზავნოთ, თუნდაც ეს სიმბოლური იყოს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ევროკავშირის პოლიტიკის, როგორც „ომის მხარის“, უარყოფას შედეგები უნდა მოჰყვეს. გადავწყვიტე, რომ არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მოწვევა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელის თქმით, დღეს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიები“ ერთი წევრი სახელმწიფოს გარდა ყველამ გააკრიტიკა.

„ერთი გამონაკლისის გარდა, შემიძლია იმის თქმა, რომ ამ ქმედებებს ყველა აკრიტიკებს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა