კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - პარტნიორებთან აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს - პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, თითქოს 9 ნაბიჯი შესრულებულია? არ რცხვენია საგარეო საქმეთა მინისტრს?

ნახვები: 443 გიორგი ვაშაძე - პარტნიორებთან აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს - პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, თითქოს 9 ნაბიჯი შესრულებულია? არ რცხვენია საგარეო საქმეთა მინისტრს?

პარტნიორებთან ეს აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს - პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, რომ [9 ნაბიჯი] შესრულებულია? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს? - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოა და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უკუღმართი ადამიანები არაფრის გასწორებას არ აპირებენ, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, გაიმარჯვოს ერთიანობის იდეამ, წავიდეთ სწრაფად ერთიანობის იდეისკენ და ეს აგდებული დამოკიდებულება, არასწორი მიდგომა პარტნიორებთან უნდა დასრულდეს. პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, რომ შესრულებულია? რა არის შესრულებული? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს? მე არ მგონია, რომ ასეთი პრეცედენტი სადმე მსოფლიოში არსებობდეს. ამიტომ ჩვენ 26 ოქტომბერს ეს უკუღმართი ვითარება უნდა შევცვალოთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების თაობაზე გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა