თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნათია მეზვრიშვილი - მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე

ნახვები: 482 ნათია მეზვრიშვილი - მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ ისინი წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა.

მეზვრიშვილის განცხადებით, „მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ“.

„მივმართავთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება პარლამენტის სპიკერის - შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე. დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია, არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად.

პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ არის იმ დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი და გაგრძელება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მივაწოდეთ. „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ აღნიშნული ზონდერები წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. ასეც მოხდა. ზონდერების დაცვის ამნისტიის დაანონსებიდან მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ.

დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს. ინსტიტუტების სრული მორჩილების, პოლიტიკური კორუფციის და სისტემური ძალადობის პირობებშიც კი, ხელისუფლების მაქსიმალური მხარდაჭერა, მათივე კვლევებით, 30%-საც ვერ აღწევს.

სწორედ ამიტომ, „ოცნება“ დანაშაულებრივი მეთოდებით - პოლიტიკური კორუფციით და სისტემური ძალადობით ცდილობს დამატებითი რესურსების მობილიზაციას. კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფებას მიღებული აქვს დავალება, ნებისმიერ ფასად მოახდინონ ხმებით მანიპულირება და მანიპულირებული შედეგების სახალხო ლეგიტიმაცია.

კერძოდ, სუს-ის დახმარებით, სამთავრობო რესურსების კორუფციული მიზნებისთვის გამოყენებაზე პასუხისმგებელია კობახიძე, ხოლო დამკვირვებლების, მედიის და ოპოზიციის მიმართ ძალადობის წახალისებაზე, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაზე, პასუხისმგებელია პაპუაშვილი.

საზოგადოებას შევახსენებთ ძალადობაში პაპუაშვილის მონაწილეობის ფაქტს უახლოესი წარსულიდან, როდესაც მის მიერ აქტივისტების და მედიის მიერ ძალადობის დაანონსებას იმავე დღეს, მყისიერად მოჰყვა ზონდერების მიერ აქტივისტზე სასტიკი ძალადობა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ პროკურატურას დროული რეაგირებისკენ. ნებისმიერ ძალადობაზე პასუხისმგებლობას, ხელისუფლებასთან ერთად, ვაკისრებთ უშუალოდ პაპუაშვილს და იმ უწყებებს, რომელთა უმოქმედობა ძალადობაში თანამონაწილეობაა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა