თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პარლამენტის ბიუროს ხვალ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება

ნახვები: 391 პარლამენტის ბიუროს ხვალ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება

პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება.

დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის შექმნის მიზეზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. ასევე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება.

ამასთან, დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ კომისიის გამოსაკვლევი საკითხი იქნება ასევე მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება. აგრეთვე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოკვლევა, დადგენა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელება.

რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია სამი თვე, კომისიის წევრთა რაოდენობა კი ცხრა წევრით განისაზღვრება. კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდებათ. ოპოზიციის ნაწილი კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, მათ შორის არიან პარტია „საქართველოსთვის", „მოქალაქეები", „ევროპელი სოციალისტები".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა