გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

კამალა ჰარისი - ცალსახად ვუჭერ მხარს ისრაელის უფლებას, დარჩეს უსაფრთხოდ, მას აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაციისგან

ნახვები: 385 კამალა ჰარისი - ცალსახად ვუჭერ მხარს ისრაელის უფლებას, დარჩეს უსაფრთხოდ, მას აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაციისგან

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, ისრაელის მიერ ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უნდა გაგრძელდეს მუშობა პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე.

„მე ცალსახად მხარს ვუჭერ ისრაელის უფლებას, დარჩეს უსაფრთხოდ და დაიცვას ისრაელის უსაფრთხოება. მას აქვს უფლება, დაიცვას თავი ტერორისტული ორგანიზაციისგან, რომელიც ნამდვილად არის „ჰეზბოლა“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ისრაელმა ბეირუთზე იერიში რამდენიმე საათის წინ განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი, რომელიც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას სამხედრო მრჩეველი იყო. როგორც ისრაელში აცხადებენ, სწორედ ფუად შუქრი ხელმძღვანელობდა გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა