კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„თიბისის“ მხარდაჭერით “ხაოს მარანი” გურჯაანში ღვინის ქარხანას აფართოებს

ნახვები: 452 „თიბისის“ მხარდაჭერით “ხაოს მარანი” გურჯაანში ღვინის ქარხანას აფართოებს

„თიბისის“ მხარდაჭერით “ხაოს მარანი” გურჯაანში ღვინის ქარხანას აფართოებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.

„კომპანია “ხაოს მარანი” დაუდიშვილების ოჯახური მეღვინეობაა, რომელიც ქალაქ გურჯაანში 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

11 წლის წინ 400 ტონა ყურძნის გადამუშავებაზე გათვლილი საწარმოს წარმადობა დღეს უკვე 6000 ტონას აღწევს. სახელმწიფო პროგრამების და თიბისის პერმანენტული მხარდაჭერით “ხაოს მარანი” გაფართოებას დღესაც განაგრძობს.

“სახელი “ხაოს მარანი” მამაჩემს უკავშირდება, რომელიც ჩვენს მხარეში განთქმული მეღვინე იყო, მამას ხაო ერქვა და მის ღვინოსაც ყველა ასე იცნობდა - ხაოს მარნის ღვინო. 2013 წელს როცა ოჯახური ტრადიციის გაგრძელება და ღვინის საწარმოს აშენება გადავწყვიტე, სახელზე ბევრი არ მიფიქრია.

დღემდე ასე მოვდივართ, მე და ჩემი შვილები ვუძღვებით ამ საქმეს, რა თქმა უნდა, გვყავს პროფესიონალი ღვინის ტექნოლოგები და ქარხანაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად მუდმივად დასაქმებულია 70 ადამიანი, მაგრამ ყურძნის მიღების სეზონზე მუშახელს კიდევ ვიმატებთ”, - ამბობს გოჩა დაუდიშვილი, “ხაოს მარნის” დამფუძნებელი.

საწარმოში ყველაზე მეტად აქტიური პერიოდი მაშინ აქვთ, როცა კახეთში რთველია და ქარხანაში ყურძნის მიღებას იწყებენ, ეს პერიოდი აგვისტოში იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბობს კახური ღვინოები, “ხაოს მარანი” იმერულ და რაჭულ ღვინოებსაც აწარმოებს.

“ხაოს მარანში” 30-მდე სახეობის ტრადიციული და ასევე, ევროპული წესით დაწურული ღვინო იწარმოება და, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ღვინის დიდი ნაწილი საქართველოში იყიდება. როგორც გოჩა დაუდიშვილი ამბობს, ყველაზე პოპულარული “ხაოს მარნის” რქაწითელია და თვეში დაახლოებით 100-110 ტონა იყიდება.

“ჩვენი მარნის მისიაა ნატურალური, მაღალხარისხიანი ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება. წლიდან წლამდე ვვითარდებით და უფრო და უფრო უკეთესი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი ქარხნის ტერიტორია 3 ჰექტარია, გვაქვს ჩვენივე ღვინის საცავი და სამაცივრე მეურნეობა. ხარისხით და ტექნოლოგიურად მე ქართული ღვინოს პირველ ადგილზე ვაყენებ”, - გოჩა დაუდიშვილი.

ახლა “ხაოს მარანში” რთველის მოლოდინია, წლევანდელ სეზონზე 7-იდან 8 ათას ტონამდე ყურძენს მიიღებენ და გადაამუშავებენ. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გააქვთ ექსპორტზე აზიის ქვეყნებში - ჩინეთში, ყაზახეთში და სხვ. გოჩა დაუდიშვილი ამბობს, რომ ამჟამად ახალი ქვეყნების ბაზრების ათვისებაზე მუშაობენ, სამომავლოდ, კი საექსპორტო ბაზრების გაფართოება და “ხაოს მარნის” ღვინოების ევროპის ქვეყნებში შეტანა სურთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა