საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიის, გერმანიის ლიდერებს და მადლობა გადაუხადა რუსეთთან პატიმრების გაცვლის პროცესში პარტნიორობისთვის

ნახვები: 413 ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიის, გერმანიის ლიდერებს და მადლობა გადაუხადა რუსეთთან პატიმრების გაცვლის პროცესში პარტნიორობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვენიისა და გერმანიის ლიდერებს და მათ მადლობა გადაუხადა რუსეთთან პატიმრების გაცვლის პროცესში მათი პარტნიორობისთვის. ინფორმაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა გამოხატა მადლიერება მათი მხარდაჭერისთვის რთული მოლაპარაკებების დროს და აქტიური ჩართულობისთვის მთელი პროცესის განმავლობაში ამ მასშტაბური გათავისუფლების მისაღწევად“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა მანამდე თქვა, რომ პრეზიდენტი ამ ზარებს განახორციელებდა გაცვლაში ჩართულ პირებთან და შეაქო პრეზიდენტი მისი „რთული სახელმწიფოებრიობისთვის“.

რუსეთის მიერ დასავლეთისთვის გადაცემულ 16 პირს შორის „უოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი ოიკ უილანი და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა არიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა