ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხათუნა ლაგაზიძე: „გამორიცხეთ, რომ „ოცნება“ იმ თანამდებობებს გაღირსებთ, რომლებსაც დღეს ყურში გიჩურჩულებენ!“

ნახვები: 390 ხათუნა ლაგაზიძე: „გამორიცხეთ, რომ „ოცნება“ იმ თანამდებობებს გაღირსებთ, რომლებსაც დღეს ყურში გიჩურჩულებენ!“

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართავს, ვინც შესაძლოა ოცნების შეთავაზებას დათანხმდეს და პარლამენტში შევიდეს.

ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი მათ თანამდებობებს პირდება თუმცა ამბობს, რომ ეს დაპირება დაპირებად დარჩება:

„გარანტია შემიძლია მოგცეთ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, გამორიცხეთ, რომ "ოცნება" თქვენ იმ თანამდებობებს გაღირსებთ, რომლებსაც ისინი დღეს ყურში გიჩურჩულებენ. მე ვიცი როგორ უყვართ მეოცნებეებს მოღალატეები, მაგრამ მათთვისაც კი, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ამ მოღალატეებს უბრალოდ არ მიასუნინებენ, ამიტომ კარგად გაითვალისწინეთ ეს" - თქვა ლაგაზიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში"

შეგახსენებთ, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 დღე რჩება, შესაბამისად ოპოზიციის შესვლა-არშესვლის საკითხი უფრო გამწვავდა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ძველ პოზიციაზე რჩებიან და საკანონდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაციები გარკვეული ოპოზიციონერების მხრიდან ამ გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

ოპოზიციის ლიდერები ამჟამად აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში არიან, სადაც მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა