კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანალენა ბერბოკი - ამერიკული რაკეტები რუსეთს საიმედოდ შეაკავებს

ნახვები: 672 ანალენა ბერბოკი - ამერიკული რაკეტები რუსეთს საიმედოდ შეაკავებს

ანალენა ბერბოკის თქმით, ამერიკული რაკეტები რუსეთს საიმედოდ შეაკავებს. გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტების გერმანიაში განლაგება აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაკავებლად.

„იმედის პრინციპი ვერ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მისივე თქმით, გერმანიის დაცვა შეუძლია იმას, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციებს აბანდებს საკუთარ უსაფრთხოებაში და ეს მოიცავს ამერიკული რაკეტების გერმანიაში განთავსების გეგმასაც. ბერბოკის მტკიცებით, ასეთმა ნაბიჯებმა ასევე უნდა დაიცვას პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთიც, რომლებიც უშუალოდ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები არიან და ბოლო თვეებში გამოსცადეს რუსული ჰიბრიდული მეთოდები.

ცნობისთვის, ივლისში გამართულ ნატო-ს სამიტზე აშშ-მა და გერმანიამ განაცხადეს, რომ გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსება იგეგმება. კერძოდ, 2026 წლიდან აშშ გერმანიაში განათავსებს „SM-6“-ის ტიპის საზენიტო რაკეტებს, „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს და ექსპერიმენტულ ჰიპერბგერით შეიარაღებას. „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს სამიზნეების განადგურება 2 500 კილომეტრის რადიუსში შეუძლიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა