კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას გაბედავს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს

ნახვები: 488 რომან გოცირიძე - თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას გაბედავს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს

თუ "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას გაბედავს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს - მას სანქციები სანატრელი გაუხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის შეფასებით, ცივილიზებული სამყაროსთვის "ქართული ოცნების" ხელისუფლება კეთროვანი, მოკვეთილი ხელისუფლებაა.

"სახელისუფლო გუნდი არის ბიძინა ივანიშვილის კლანი, რომელიც მთელს მსოფლიოს სძულს - ეს არის ადამიანთა ხროვა, რომელთაც მეგობარი არა ჰყავთ! ეძებენ მეგობარს! საქართველოს პრემიერ მინისტრი დადგა ტერორისტის გვერდით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირანში ააფეთქეს, ხოლო ცივილიზებული სამყაროდან არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მეგობრობს.

ამიტომ, რაც არ უნდა ილუღლუღოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, მას არც საქართველოს მოქალაქეები დაუჯერებენ და დასავლეთსაც ვერდიქტი აქვს გამოტანილი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა