თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ელენე ხოშტარია - კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო მხარდაჭერა და ერთგულება „ქართული ქარტიის“ მიმართ

ნახვები: 587 ელენე ხოშტარია - კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო მხარდაჭერა და ერთგულება „ქართული ქარტიის“ მიმართ

კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება „ქართული ქარტიის“ მიმართ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროა” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქარტიის შინაარსი ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი იმყოფება, რასაც ისინი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უყურებენ.

„კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება „ქართული ქარტიის“ მიმართ. ნდობა და სიტყვის ერთგულება ის ფუნდამენტური პრინციპია, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და რომელიც არის საფუძველი არამხოლოდ პოლიტიკური პროცესის, არამედ ნებისმიერი ზოგადად თავისუფალი, სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისა. ამიტომ, ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი სიტყვის ერთგული ვრჩებით.

გარდა ამისა, ქარტიის შინაარსი ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი იმყოფება. ჩვენ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუყურებთ.

პირველი: ქარტია ჩვენ ევროპაში შეგვიყვანს. დაგვაბრუნებს ევროპის გზაზე და გაგვხდის იმ მშვიდობის და განვითარების სივრცის ნაწილად, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

მეორე: ჩვენ სრულიად ვიმსახურებთ ქარტიაში აღნიშნული ხელისუფლების ფორმირების პრინციპს. ეს არის არაპარტიული პრემიერ-მინისტრი, დროებითი კონკრეტული მანდატით და ამოცანებით, ევროპასთან შეთანხმებული, შეზღუდული დროებითი მმართველობა და ეს არის ძალაუფლების კონტროლი, მათ შორის ძლიერი სასამართლოს მხრიდან.

შემდეგი ეს არის: სამართლიანი არჩევნები, რომლის მომზადებაც ჩვენი კოალიციური მმართველობის მთავარი ამოცანა იქნება. ის დაუბრუნებს ჩვენს საზოგადოებას ფუნდამენტურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

და ბოლოს, ეს არის „რუსული კანონის“ და ყველა იმ რუსული რეპრესიული ინსტიტუტების გაუქმება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა. სწორედ ამ პრინციპული პოზიციებისა და შინაარსის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ, რომ არათუ ვაპირებთ დავემორჩილოთ, არამედ ეს არის ჩვენ განმსაზღვრელი პოლიტიკური გზა და ჩვენ ამაზე სრულიად კამპანიის განმავლობაში გვექნება ბევრი კონკრეტული ინიციატივა“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა