კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიმიტრი მედვედევი - სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი და მოიცავდეს კიევის აღებასაც

ნახვები: 575 დიმიტრი მედვედევი - სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი და მოიცავდეს კიევის აღებასაც

სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი და მოიცავდეს კიევის აღებასაც, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამში“ კურსკში განვითარებულ მოვლენებს.

„ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შეგვიძლია და საჭიროცაა, ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებზე წასვლა, ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორსაც“,- წერს მედვედევი.

მისივე თქმით, ვიღაცის მიერ დადგენილი უკრაინის საზღვრები არ უნდა იყოს რუსეთისთვის რაიმე სახის შეზღუდვა.

„შეგვიძლია და საჭიროცაა ღიად საუბარი, მორიდებისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე“, – წერს მედვედევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ ყველამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი გაჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას ჩათვლის მისთვის მისაღებად და მომგებიანად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა