თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„გახსოვდეს ხალხი“ - სოლომონ ზეიკიძის გუნდმა, ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით, საქველმოქმედო აქცია საზღვრისპირა ოძისში გამართა

ნახვები: 452 „გახსოვდეს ხალხი“ - სოლომონ ზეიკიძის გუნდმა, ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით, საქველმოქმედო აქცია საზღვრისპირა ოძისში გამართა

 

ა(ა)იპ „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის” მორიგ საქველმოქმედო აქცია, „ლიბერთი ბანკისა“ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, მორიგი საქველმოქმედო აქცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გამართა.

 

ჩვენს ორგანიზაციას ერთი წელი შეუსრულდა და ამ ხნის განმავლობაში საქველმოქმედო აქცი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავმართეთ. ამჯერად კი შიდა ქართლში ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, ოძისი .. საზღვრისპირა სოფელია. ესკუმ დეოსთვისრიგით მეთოთხმეტე საქველმოქმედო აქციაა და ტრადიციულად, ოძისელებსაც უფასო სამედიცინო მომსახურება მივაწოდეთ. ასევე, უფასოდა გადავეცით მედიკამენტები დაზედაზენისპროდუქცია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანებმა ერთმანეთს ხელი ისე უნდა გავუწოდოთ, როგორც შეგვიძლია. ჩვენ ექიმები ვართ და მოსახლეობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარებით. საქველმოქმედო აქციებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ,“ - ამბობსკუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვისდამფუძნებელი და პრეზიდენტი, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა ნარიმანიძე ამბობს, რომკუმ დეოსაქცია მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვისპრეზიდენტი); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვისაღმასრულებელი დირექტორი), ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი („კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვისმთავარი ექიმი), კარდიოლოგი ლიკა ბირკაძე, ენდოკრინოლოგი მარიამ წიკლაური, ექოსკოპისტები - ნატო მეტრეველი და მზია გოძიაშვილი.

აქციაში, ასევე, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, მათ შორის, შაკო მაჩიტიძე, დავით ველთაური, მარეხი ჯინჯოლავა და გიორგი გოგლიძე.

როგორცკუმ დეოსპრეზიდენტი, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, საზღვრისპირა სოფელ ოძისში უფასო სამედიცინო მომსახურეობა 30-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. ამასთან, მოსახლეობას ფარმაცევტული კომპანია - ,,ჯი ემ ფარმასხელშეწყობით, უფასო მედიკამენტები დაზედაზენისპროდუქცია გადაეცათ.

შეგახსენებთ: ორგანიზაცია - „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვისერთი წლის წინ დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში 14 საქველმოქმედო აქცია გამართა. კერძოდ, ოძისამდე, უფასო სამედიცინო მომსახურება სოლომონ ზეიკიძის გუნდმა ილტოს ხეობის სოფელ შახვეტილას, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, თელავის რაონის სოფლების - ნაფარეული და ბუშეტი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - წვირმისა და ლატალის, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის მოსახლეობას გაუწია.

აღსანიშნავია, რომკუმ დეოსსაქველმოქმედო აქციების მხარდამჭერილიბერთი ბანკია“ - ,,კუმ დეოსადალიბერთი ბანკსშორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბანკის მხრიდან საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა