კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პენტაგონი - უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად

ნახვები: 448 პენტაგონი - უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად

პენტაგონი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების ოპერაციას ესკალაციის საფრთხედ არ მიიჩნევს, - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

კითხვაზე, გაწუხებთ თუ არა ის, რომ რუსეთი ამ თავდასხმის გამო დაძაბულობის ესკალაციას მოახდენს, მათ შორის აშშ-სთან, საბრინა სინგმა უპასუხა.

„არ ვთვლით, რომ ეს რაიმე ფორმით ესკალაციაა. უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი სუვერენული ტერიტორია დაიბრუნოს“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შესაძლებლობებითა და სისტემებით, რაც მათ სჭირდებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა