თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რუსეთის ლიპეცკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და ენერგოობიექტი დაზიანდა

ნახვები: 414 რუსეთის ლიპეცკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და ენერგოობიექტი დაზიანდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური შეტევა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, იგორ არტამონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად, ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქსა და ქალაქ ლიპეცკში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიახლოებოდნენ ფანჯრებს და თავი უსაფრთხო ადგილებისთვის შეეფარებინათ. მისივე თქმით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

მოგვიანებით, გუბერნატორმა განაცხადა, რომ ოლქში ენერგოობიექტი დაზიანდა და ელექტრომომარაგება შეფერხებით ხორციელდებოდა.

გარდა ამისა, მისი თქმით, რეგიონში, სამოქალაქო შენობებისგან მოშორებით ფეთქებადსაშიში ობიექტები აფეთქდა და ორივე შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა