თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯინ შაჰინი - მადლიერი ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი

ნახვები: 481 ჯინ შაჰინი - მადლიერი ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი

მადლიერი ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი - ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ზე წერს.

„სასიამოვნო იყო საქართველოში ვიზიტის პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით დაწყება.

მადლიერი ვარ მისი ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი - ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“, - წერს შაჰინი.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა