პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პუტინი პოროშენკოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს

ნახვები: 425 პუტინი პოროშენკოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რომელსაც სახელმწიფო ღალატში სდებენ ბრალს, პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"როდესაც ბატონი პოროშენკო ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტი იყო, ვეუბნებოდი, რომ თუ მომავალში რაიმე გართულებები გაუჩნდებოდა, რუსეთი მზადაა, პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზოს. მაშინ ის ბევრჯერ ირონიულად მიუდგა ამ საკითხს, მაგრამ დღეს მსურს დავადასტურო ჩემი შეთავაზება, მიუხედავად ჩვენი სერიოზული უთანხმოებისა დონბასში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე", - განაცხადა პუტინმა.

"მზად ვართ, ისეთებს, როგორიცაა პოროშენკო, რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი შევთავაზოთ", - დაამატა კიდევ ერთხელ რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის ამ განცხადებას უპასუხა პეტრო პოროშენკომ. ექსპრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ურჩევს გააცნობიეროს, რომ უკრაინაში თავად მოგვარდებიან.

"ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში პროევროპული ოპოზიციის დევნით ზელენსკის, პირველ რიგში სურს, საჩუქარი გაუკეთოს პუტინს. ახლა ეს თავად პუტინმა დაადასტურა.

ვურჩევ ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩს შეწყვიტოს პუტინის გახარება და ქვეყნის დაცვით დაკავდეს. სწორედ იქ მიმართოს თავისი და სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა, რომლებიც ახლა პოროშენკოთი უფრო არიან დაკავებული, ვიდრე რუსული საფრთხით. ხოლო ვლადიმირ ვლადიმეროვიჩს ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, რომ ჩვენ თავად გავერკვევით, აქ, უკრაინაში. რუსეთის მუდმივი პრაქტიკა, "იზრუნოს" უკრაინულ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე, დიდი ხანია დასრულდა. ეს მოხდა მაშინ, როცა მე ამირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად", — დაწერა მან ფეისბუქზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა