ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

თინა ბოკუჩავა - ამერიკა-საქართველო ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შედეგად

ნახვები: 522 თინა ბოკუჩავა - ამერიკა-საქართველო ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შედეგად

ამერიკა-საქართველო ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. ივანიშვილის ანტიდასავლური ხელისუფლება უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლებით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„ამერიკა-საქართველო ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. ანტიდასავლური ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც მილიონობით დოლარს და ევროს ართმევს ქართველ ხალხს, რუსული კანონის და პრორუსული პოლიტიკის გამო, უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლებით, რომელიც აღადგენს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადაიტანს ახალ ხარისხში, სადაც, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, იმედგაცრუება გამოიწვია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არ გააკეთა რაიმე შეთავაზება ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. შაჰინის თქმით, "იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით".

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რათა "გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა