კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ირანსა და მის მოკავშირეებს ისრაელზე თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს

ნახვები: 574 დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ირანსა და მის მოკავშირეებს ისრაელზე თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ირანი იქნება პასუხისმგებელი ისრაელზე ნებისმიერ შესაძლო თავდასხმაზე, რაც გამოიწვევს რეგიონული დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას, ასევე საფრთხეს შეუქმნის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანსა და მის მოკავშირეებს თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ დაძაბულობა, ვიპოვოთ სტაბილურობისკენ მიმავალი გზა. საბრძოლო მოქმედებები უნდა შეჩერდეს ახლა და ყველა მძევალი, რომელიც ამ დრომდე „ჰამასს“ ჰყავს, უნდა გათავისუფლდეს. ღაზის მოსახლეობას სჭირდება სასწრაფო, შეუფერხებელი დახმარების მიწოდება და განაწილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა