კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ

ნახვები: 351 გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ

გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გახდეს „ქოლგა პარტია", რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს. ამის შესახებ უგულავამ განცხადება „ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზისა და დღევანდელობაში ებრძვის საბჭოურ გადმონაშთს - „ქართულ ოცნებას".

„აქედან გამომდინარე, ის არის დიდი პარტია, „ქოლგა პარტია" - ეს არის ტერმინი, რომელიც მაგალითად, ამერიკაში გამოიყენება, სადაც არსებობს ბევრი ფრაქცია, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაშია და ეს კონკურენცია არის საჯარო, ღია. ეს რეფორმა „ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს და მეტ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს მოუტანს, ისეთებს, რომლებსაც მართლაც სურთ, საბჭოთა კავშირი დატოვონ წარსულში", - აცხადებს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლა არ არის საკმარისი.

„არსებობენ პარტიები, როგორიც არის მაგალითად იგივე „ლელო", გახარიას პარტია და სხვა პარტიები. ახლა არის დრო, როდესაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ და იმისთვის, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან. „ლელო", გახარია, იგივე მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ალასანია, აქეთ დათო ბაქრაძე და ვიღაცები - წარმოიდგინეთ ასეთი ტიპის ერთობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, აქვს ფინანსური რესურსები.

„ნაციონალური მოძრობა" უნდა გახდეს „ქოლგა პარტია", სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ ხომალდზე შევა, ოღონდ იბრძოლებს თავისი დღის წესრიგისთვის, ოღონდ თავისი იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობა არ ექნება. ეს არის გასაკეთებელი და მე რასაც ვუყურებ, ნიკა მელია ამას ახორციელებს. კიდევ უფრო მეტად არის ეს გასაკეთებელი. პოლიტიკური მდგენელი უნდა გაჩნდეს. აქეთ არის დისკუსია წამოსაწყები ამ გამსხვილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა