კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - უგულავას პოზიციაზე პარტიაში არ გვიმსჯელია

ნახვები: 414 რომან გოცირიძე - უგულავას პოზიციაზე პარტიაში არ გვიმსჯელია

ეს გიგი უგულავას პოზიციაა, ამაზე პარტიაში არ გვიმსჯელია. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი. ოპოზიცია არის განსხვავებული, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური კონკურენტები არიან.

„ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო, ან – არა. ოპოზიციამ წინა არჩევნებში აჩვენა რამდენიმე წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციური პარტიები ამავე დროს არიან პოლიტიკური კონკურენტები. პოლიტიკური კონკურენციის შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება არის საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების მომავალი. ამ ხელისუფლებას შეცვლის კოალიცია. რა ფორმით იქნება ეს, პარლამენტში შესვლამდე თუ შესვლის შემდეგ, ამას გვაჩვენებს, პოლიტიკური პროცესი. დღეს ამ საკითხზე საუბარი, ჩემი აზრით, ნაადრევია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა